კერძო მრავალპროფილიანი

საშუალო სკოლა ივერია

კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ივერია

"ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ და ივერია გვქვია"

სკოლაში ხორციელდება სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები რათა მოხდეს ვირუსის დროული დაძლევა
სკოლა ,,ივერიაში” ჩატარდა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ტურნირი, პედაგოგ მანანა კეკელიას ხელმძღვანელობით.
* მოსწავლეებმა ისაუბრეს და იმსჯელეს თუ რატომ გამოიგონა ბრძენმა ჭადრაკი, როგორ მოიხიბლა ომის მოყვარული მეფე ამ თამაშით, და როგორ დაისადგურა მშვიდობამ ინდოეთში და მთელ მსოფლიოში.
* მოსწავლეებს 9 აპრილი მუდამ ემახსოვრებათ, როგორც მტერზე უიარაღოდ გამარჯვების და შემდგომში დამოუკიდებლობის გამოცხადების დღედ.
* მათი სურვილია, რომ დღევანდელ მსოფლიოშიც მხოლოდ ჭადრაკში, მძლეოსნობაში, ჭიდაობაში, ფეხბურთში , რაგბში და სხვა სპორტულ შეჯიბრებაში იბრძოლონ, ირგვლივ კი მშვიდობა და სიყვარული სუფევდეს. ჭადრაკისებური ბრძნული სვლებით და არა იარაღით მიღწეულიყოს მშვიდობა.🌈☀️
 
სკოლა ,, ივერია”- ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!
 
დღეს , პედაგოგების კესო ფიფიასა და ირმა ნაცვლიშვილის ხელმძღვანელობით პირველკლასელებთან ჩატარდა მხიარული აქტივობა "ჯადოსნური სიტყვები"🌈
მოსწავლეები გამოირჩეოდნენ აქტიურობითა და მაღალი ჩართულობით.🥰
მიიღეს ინფორმაცია,თუ რა ძალა აქვს "ჯადოსნურ სიტყვებს"📚📖💫
 
სკოლა ,,ივერია” ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!
 
მე-4 კლასელების ნამუშევრები 🇬🇪 საქართველოს კუთხეები.
❤ პედაგოგი: მაიკო ლეფსვერიძე.
მსგავსი აქტივობების საშუალებით კი თითოეული მოსწავლის ცნობიერებაში კიდევ უფრო ღრმად ჩაიბეჭდა ჩვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია.❤🇬🇪
 
სკოლა ,, ივერია” - ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!
 
ბუნებისმეტყველება - ჩვენი ტყე
 
პირველი კლასი, პედაგოგი: მაია ლეფსვერიძე.
 
სკოლა ,,ივერია”- ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!
 
მე-5 კლასი. პროექტი ,,მეგრული სამზარეულოს კერძები”
 
პედაგოგი ნანუცა შენგელია. საგანი: ჩვენი საქართველო.
 
სკოლა ,,ივერია” - ჩვენ საქართველოს მომავსლი ვართ!

 

სკოლა "ივერიას" ინტეგრირებული თეატრალური დასის "აზდაკის ბაღის" ინტეგრირებული თეატრი "აზდაკის ბაღი" / Integrated Theater "Azdak's Garden" მსახიობები ესტუმრნენ, თეატრის დამაარსებელ და სამხატვრო ხელმძღვანელ ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილთან ერთად.
დღემ ლამაზად და მხიარულად ჩაიარა. სტუმრებმა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს საინტერესო პასუხები გასცეს და მათთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობებში.
 
ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის!
 
სკოლა "ივერია"- ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!

 

 

დღეს, 21 მარტს, ტრადიციულად ვუერთდებით მსოფლიო ინიციატივას და აღვნიშნავთ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს, რომელიც 2012 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა.
 
,,ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის”
 
სკოლა ,,ივერია” - ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!
 
ღია გაკვეთილი - თემაზე: ექიმი და წამლები. 1-ლი კლასი.
პედაგოგი: მაიკო ლეფსვერიძე.
 
სკოლა ,,ივერია" - ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!