ჩვენს ყოველდღიურ ქცევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დედამიწის გადასარჩენად.
სწორედ ამიტომ, პროექტი „დედამიწა ჩვენი სახლია“, მიზნად ისახავს ბავშვებს პატარა ასაკიდანვე ჩამოუყალიბოს ის ჩვევები, რომლებიც მარტივი შესასრულებელია, მაგრამ დიდ გავლენას ახდენს პლანეტის კეთილდღეობაზე.