კერძო მრავალპროფილიანი

საშუალო სკოლა ივერია

კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ივერია

"ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ და ივერია გვქვია"

სკოლაში ხორციელდება სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები რათა მოხდეს ვირუსის დროული დაძლევა
სკოლა "ივერიასთან" არსებული ჰიპ-ჰოპის შემსწავლელი სტუდია ხსნის ახალ ჯგუფებს და აცხადებს მიღებას 6 - დან - 15 წლამდე მოსწავლითათვის.
 
სტუდიის ხელმძღვანელი - ნინო ჩადუნელი - 577799298
 
სკოლა "ივერია" - ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ !
 
სკოლა ,, ივერიის" მე-11 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ნანა შენგელიასთან ერთად მოინახულეს ეროვნული მუზეუმი ისტორიის საგნის ფარგლებში გავლილი თემატური გაკვეთილებიდან გამომდინარე, რომელიც ეხებოდა ძველი ქვის, ბრინჯაოსა და რკინის ხანებს.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ყველა მნიშვნელოვანი ნივთი, რაც შემოგვინახა წარსულმა.
ამასთან ერთად, ესტუმრნენ საბჭოთა პერიოდის მუზეუმსაც და მიიღეს დამატებითი ცოდნა აღნიშნული პერიოდის გარშემო.
სკოლა "ივერია" - ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!
 
დღეს სკოლა "ივერიას" საერთაშორისო მეგობრები ეწვივნენ, რომელთან ერთადაც იგეგმება არა ერთი ლოკალური თუ საერთაშორისო პროექტის განხორციელება.
 
სკოლა "ივერიის" მაღალი კლასის მოსწავლეებს თანამშრომლობის ფარგლებში მიეცემათ შესაძლებლობა ზაფხულის ინგლისურენოვან ბანაკში წასვლის.
 
ივერიელები, ასევე შეძლებენ LCC International University - სწავლის გამარტივებული წესით გაგრძელებას.
 
სკოლა "ივერია" - ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ !
 
სკოლა ,,ივერიაში" ახალი, 25-ე სასწავლო წელი დაიწყო. 👨‍🎓✅️
ჩვენთან, ,,ივერიაში" ოცნებები ხდება!!👌❤️ წარმატებები ივერიელებო!!!
 
სკოლა "ივერია" - ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!
 
📣ჭადრაკი ჩემი თამაშია♟️♟️♟️
1 ივნისს,ბავშვთა დაცვის დღეს,სკოლა ,,ივერიაში" ჩატარდა ტურნირი I კლასელებს და IV კლასელებს შორის.♟️🏆
👉შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.💫💫💫გამარჯვებულები დაასახელა ჟიურიმ🏆🏆🏆
 
 
📣27 მაისს,სკოლა ,,ივერიის" დაწყებითი კლასის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ შოკოლადის მუზეუმში.🍫
👉მოსწავლეებმა მოისმინეს საოცარი ისტორია შოკოლადის წარმოშობის შესახებ.🍫🍫🍫
👉მათ გაიგეს ნამდვილი შოკოლადის შემადგენლობა და დააგემოვნეს უგემრიელესი ცხელი შოკოლადი.🧋🧋
 
სკოლა ივერია -ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!
 
25 მაისს,სკოლა ,,ივერიის" დაწყებითი კლასის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ ხელოვნების სასახლეში💒
👉მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასახლის დარბაზები, გაეცნენ კანფეტების შექმნის ისტორიას🍭🍭🍭
👉გაიმართა ფილმის ჩვენება🎥🎬
👉 Ბოლოს კი სკოლის აღსაზრდელებმა საკუთარი ხელით შეფუთეს კანფეტები.🍭
✅მართლაც დაუვიწყარი აღმოჩნდა დღევანდელი დღე სკოლა ,,ივერიის" მოსწავლეებისთვის.💫💫💫
სკოლა ივერია- ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!