![]() |
კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ივერია |
სკოლა „ივერია“ 1997 წლის სექტემბერში დამფუძნდა. მისი დამფუძნებლები ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდა ოჯახი დავით რიჟამაძე და ნინო გერგიძე იყვნენ.
„ივერიამ“ - ფუნქციონირება განათლების სისტემაში ახალი სიტყვის თქმის და არსებული მიდგომების მოდერნიზების მიზნით დაიწყო .
მაშინ, როცა ბნელოდა, არ იყო საჭმელი და ქვეყანაში მძვინვარებდა კრიმინალი, ახალგაზრდები დაოჯახდნენ და შვილები შეეძინათ. იმაზე ფიქრმა თუ დანგრეულ რესპუბლიკაში, როგორ აღეზარდათ განათლებული შვილები და როგორ შეექმნათ მათთვის პერსპექტიული მომავალი, მიიღესა გადაწყვეტილება, რომ შეექმნათ სკოლა, სკოლა „ივერია“, რომლის დაფუძნების მიზანიც, იმ დროიდანვე იყო მრავალპროფილური სწავლების დანერგვა და მოსწავლე ახალგაზრდობის ჩართულობით ლოკალური და საერთაშორისო საგნმანათლებლო თუ საგანმავითარებლო პროექტების და განსხვავებული სასწავლო პროგრამების შექმნა დანერგვა და განხორციელება.
სკოლა „ივერიის“ დამფუძნებელი ნინო გერრგიძე-რიჟამაძე:
სკოლის გახსნის სურვილი იმ პერიოდში გამიჩნდა, როცა ძალიან უჭირდა ქვეყანას და შესაბამისად უჭირდა სკოლასაც. სასწავლო პროცესში შეფერხებით მიმდინარეობდა და დაბალი იყო სწავლის დონე. სკოლაში მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით, მინდოდა რამე ახალი შემექმნა, ვგულისხმობ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიაში სიახლების შემოტანით, ბავშვებისთვის საინტერესო, ხალისიანი მყუდრო გარემოს შექმნის უსაზღვრო სურვილი მქონდა ჩემი სკოლა აღსავსე ყოფილიყო ბავშვებისადმი დიდი სითბოთი და სიყვარულით. ვფიქრობ ბავშვებს მომავალი ლამაზი და ძლიერი თუ მოეჩვენებათ, ისინი აუცილებლად იბრძოლებენ(იშრომებენ) საკუთარი ოცნებების და მიზნების მისაღწევად.
სკოლა „ივერიის“ დამფუძნებელი დავით რიჟამაძე:
ნინოს სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ გვერდში დავუდექი და დავაფუძნეთ მისი ოცნების სკოლა. მაშინ, მხოლოდ 27 წლისანი ვიყავით. „პატარა დირექტორებს“ გვეძახდნენ, შემდეგ კი, როგორც ხელოვანმა მალევე გავხსენი ხელოვნების სკოლა „ივერია“.