კერძო მრავალპროფილიანი

საშუალო სკოლა ივერია

კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ივერია

"ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ და ივერია გვქვია"

სკოლას სასწავლო პროცესის წარმართვისათვის ჰყავს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული შესაბამისი ადამიანური რესურსი: ადმინისტრაციის თანამშრომლები, მასწავლებლები და დამხარე პერსონალი. მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის საათობრივი ბადითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ადამიანი ორგანიზაციის ფუნქციონირების ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო რესურსია. ვთვლით, რომ კვლაიფიციური კადრების მოზიდვა, შერჩევა და შენარჩუნებაც ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ადამიანური რესურსის შესარჩევად გამოვიყენებთ საუნივერსიტეტო კონტაქტებს და პროფესიულ ორგანიზაციებს თუ გაერთიანებებს, რადგანაც მათ აქვთ კანდიდატთა დიდი ბაზა და იციან ინდუსტრიის მოთხოვნები და გამოწვევები.