კერძო მრავალპროფილიანი

საშუალო სკოლა ივერია

კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ივერია

"ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ და ივერია გვქვია"

სკოლაში ხორციელდება სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები რათა მოხდეს ვირუსის დროული დაძლევა
ვიზიტი პარლამენტში.🏛 მე-9 კლასი ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგ ნანუცა შენგელიასთან ერთად.
 
სკოლა "ივერია" - ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!
 
სკოლა ,,ივერიის" კურსდამთავრებული თაკო გოგინაშვილი მე-4 , მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებს შეხვდა.
📌შეხვედრა საყოფაცხოვრებო ნარჩენების ხმელეთისა და წყლის დაბინძურებას ეხებოდა.
📌მიმოიხილეს დაბინძურებით გამოწვეული საფრთხეები და მოსალოდნელი გართულებები.
📌იმსჯელეს თითოეულ მათგანს რისი გაკეთება შეუძლია დაბინძურების შესამცირებლად და როგორ გახდნენ დედამიწის მეგობრები.
სკოლა "ივერია" - ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!
 
 
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სკოლა “ივერიაში” შემეცნებითი გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
🔹️ ცხოველების კეთილდღეობა და მათი უფლებები;
🔹️ ადამიანისა და ცხოველების მეგობრობის ისტორიები;
🔹️ მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები;
🔹️ რატომ უკეთიათ ძაღლებს ,,საყურე“;
🔹️ რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე;
🔹️ რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს და ზოგადად, ადამიანს;
🔹️ როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში;
🔹️ ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები;
🔹️ მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები.
📽 გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და იმსჯელეს მეპატრონეების პასუხისმგებლობაზე, ცხოველების მიტოვების პრობლემასა და მიუსაფარი ცხოველების საჭირობებზე.
📃 სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, მოსწავლეებს სააგენტოს წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს და ცხოველების მეგობრის სტატუსი მიანიჭეს. 🐕🐈
➡️ პროექტის მიზანია მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება.
 
 
 
ნენსი ხალვაში სკოლა ,, ივერიის" პირველი კლასის მოსწავლეა. მას ძალიან უყვარს ხატვა. დღეს სკოლაში ნენსის პირველი პერსონალური გამოფენა ჰქონდა. წარმატებებს ვუსურვებთ პატარა ხელოვანს.
 
სკოლა ,,ივერია" - ჩვენ საქართველოს მომაცალი ვართ!
 
დღეს, სკოლა ,,ივერიაში" ღიმილი, დადებითი ემოციები და კარგი განწყობა იყო. ჩატარდა ღონისძიება: ,,შემოდგომის შვებულება".
 
კერძო სკოლა "ივერია" - ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!
 
სკოლა "ივერიის" მოსწავლეები გეოგრაფიის საგნის ფარგლებში პედაგოგ სოფიო ხაჩიძის ხელმძღვანელობით ესტუმრნენ კოკა-კოლას საწარმოს, სადაც გაეცნენ კოკა-კოლას ისტორიას, და წარმოების პროცესს , ასევე მოსწავლეებმა დააგემოვნეს კოკა-კოლა, რომელსაც მათი თქმით სულ სხვა ხიბლი ჰქონდა 😇 დღემ ჩაიარა სახალისოდ და საინტერესოდ.
 
სკოლა "ივერია" - ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!
 
მე-7 კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ეროვნული მუზეუმი და შეაჯამეს განვლილი თემები, რომლებიც ეხებოდა ქვის ხანისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდებს.
 
პედაგოგი - ნანა შენგელია
 
სკოლა "ივერია" - ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!