კერძო მრავალპროფილიანი

საშუალო სკოლა ივერია

კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ივერია

"ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ და ივერია გვქვია"

სკოლაში ხორციელდება სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები რათა მოხდეს ვირუსის დროული დაძლევა
სკოლა "ივერიის" VII და VIII კლასის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ ხელოვნების მუზეუმში🎨🖌️
👉სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს გამოფენილი ექსპონატები,გაიღრმავეს ცოდნა იმაზე, თუ როგორ იცვლება ორგანიზმები ევოლუციის პროცესში .🌍🌎🌏
 
სკოლა "ივერია" - ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!
 
ბოლო ზარი, ჟრიამული, ტრადიციულად ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები;
იმედები, სურვილები , ოცნებები - ცხოვრების წარმატებული დასაწყისი;🥳🥳🥳
წარსულის გახსენება, სამახსოვრო ფოტოები.🔔🔔🔔
🎉 ძვირფასო მე-12 კლასელებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - სკოლის დამთავრებას. გისურვებთ წარმატებებს თქვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე🥳🥳🥳
📣17 მაისს, სკოლა ,,ივერია"სტუმრად ეწვია მოზარდმაყურებელთა თეატრს, სადაც წარმოდგენილი იყო ,,თაგუნები და ყველი"🎭🎭🎭
 
კომპლექსური დავალება მათემატიკაში მე-6 კლასი.
თემა: სივრცული ფიგურები და წრეწირების ურთიერთგანლაგება.
პედაგოგი მაია ნიკოლეიშვილი.
სკოლა ,, ივერია”- ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!
 
22 აპრილი დედამიწის დღეა - I-IV კლასის  მოსწავლეები ბუნების გაკვეთილზე, 
 
" დაიღალა დედამიწა,🌎🌏🌍
დავეხმაროთ ბრუნვაში,🌎🌏🌍
დახმარება გამოვხატოთ 🤝🤝🤝
მოვლასა და ზრუნვაში."🌲🌳🌴🌹
დედამიწის დღე🌠✅
 
 
 
 
 
 
სკოლა ივერია - ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!
 
14 აპრილს, სკოლა ივერიის XI კლასის მოსწავლეებმა "მწერალთა სახლის" შენობა და დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი მოინახულეს
📍 "სკოლები მუზეუმში" დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმისა და "მწერალთა სახლის" ერთობლივი პროექტია, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და არაფორმალური განათლებით გზით შემეცნებას ისახავს მიზნად.
სკოლა ივერია- ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!
 
ძალიან მაგარი სიახლე 🤘
სკოლა ივერია ვარკეთილში MMA -ს club "ივერია" ხსნის .✌️
რეგისტრაცია იწყება 15 მარტს, პირველი 50 წევრი საჩუქრად კლუბის ჰუდს მიიღებს✌️
რაც მთავარია დარბაზში მეგობრული გარემო, და კვალიფიციური მწვრთნელები გელოდებათ✅ ✊🇬🇪🇬🇪
 
სკოლა ივერია აგრძელებს ახალგაზრდების განვითარებას და შემეცნების ამაღლებას სხვადასხვა კუთხით.
აი დადგა დრო როდესაც ბავშვები შეაბიჯებენ ციფრულ სამყაროში.
15 მარტს სკოლა ივერიაში ჩატარდა -სემინარი “შენი ნაბიჯი ციფრულ სამყაროში”💻
👉შეხვედრას ესწრებოდნენ VIII - XI კლასის მოსწავლეები,რომლებისთვისაც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა ის სიახლეები ციფრულ სამყაროში,რომელზეც საუბრობდა მოწვეული სტუმარი.🧑‍💻🧑‍🏫
👉სემინარს უძღვებოდა - შავლეგ ასლამაზაშვილი.🧑‍🎓
 
 
 
სკოლა "ივერია" - ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ !
 
სკოლა "ივერია" აქტიურად არის ჩაბმული  პროექტის ,,ჩვენ აქ ვართ თქვენთვის", განხორციელებაში საქველმოქმედო ფონდი ,,ცხოვრება მშვენიერიასთნ" ერთად
👉პროექტის ფარგლებში 25-26 დეკემბერს იგეგმება 20-50 მდე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება საკვები პროდუქტებით
📣 პროექტი ,,ჩვენ აქ ვართ თქვენთვის" ატარებს სისტემატიურ ხასიათს და შეძლებისდაგვარად მოხდება ზემოთაღნიშნული ოჯახების დახმარება ყოველთვიურად