კერძო მრავალპროფილიანი

საშუალო სკოლა ივერია

კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ივერია

"ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ და ივერია გვქვია"

სკოლაში ხორციელდება სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები რათა მოხდეს ვირუსის დროული დაძლევა
🔷 27 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტის - „კამათის ხელოვნება“ - დასკვნითი ეტაპი გაიმართა..
🔶 პროექტში, მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის X კლასის მოსწავლეები: ნინი ბერაძე და ანი ბერიაშვილი.
მენტორი : ქეთი გორგასლიძე- სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
🔷 პროექტის მონაწილეებმა მენტორებთან ერთად იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა: ყივჩაღების ჩამოსახლების ირგვლივ დავით აღმაშენებლის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების მართებულობა; მოსამართლეებისა და საჯარო მოხელეთა კეთილსინდისიერების შემოწმება ძლიერი სახელმწიფოს ფორმირების საკითხში.
🔶 თითოეულმა სექციამ, რომელსაც დარგის ექსპერტებისგან შემდგარი კომისია აფასებდა, აღნიშნულ საკითხებზე დისკუსია მოაწყო, საბოლოოდ კი შეთანხმების დოკუმენტი მიიღო.
🔷 აღსანიშნავია, რომ დასკვნით ეტაპამდე პროექტის მონაწილეებს ისტორიისა და პროფესიული უსაფრთხოების დოქტორის, ასოცირებული პროფესორის, დავით კუხალაშვილის ტრენინგები ჩაუტარდათ თემებზე: „კამათის კულტურა“ და „შეთანხმების დოკუმენტი“