კერძო მრავალპროფილიანი

საშუალო სკოლა ივერია

კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ივერია

"ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ და ივერია გვქვია"

განათლების ინდუსტრიაში კონკურენტული გარემო საკმაოდ მძიმე და დატვირთულია, აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავნერგოთ ისეთი ორგანიზაციული კულტურა და ფასეულობები, რომელიც პირდაპირ მომხარებელთან და მომწოდებლებთან კომუნიკაციაზე იქნება ორიენტირებული, ამავდროულად იქნება ინოვაციური, სამაგალითო და საამაყო საკუთარი თანამშრომლებისთვის და მომხმარებლისთვის.

სკოლა „ივერიისთის კულტურულ-ისტორიული და როგორც თანამედროვე, ასევე ტრადიციული თემატიკა საკმაოდ აქტუალურია, რადგანაც ჩვენ საქართველოს მომავალთან გვაქვს შეხება, სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ ისეთი მექანიზმი, რომელიც ზუსტ ინფორმაციას მოგვცემს, როგორც მოსწავლის სურვილებზე და სამომავლო გეგმებზე ასევე მათი მშობლების სურვილებსა და გეგმებზე.

რადგანაც ჩვენ ვართ მომხმარებლის კმაყოფილებაზე და წინსვლაზე ორიენტირებული ორგანიზაცია ზუსტად ვიგებთ თუ რა სურთ ჩვენს მომხმარებლებს, სწორედ ამიტომ ჩვენ მათ შევთავაზებთ, ცხოვრების და მომავლის ისეთ დაგეგმვას, როგორც მათ წარმოსახვაშია. მივცემთ ისეთ რეკომენდანციების და სასწავლო რესურსებს განსაკუთრებით დამამთავრებელ კლასებში, რომელიც მათ დაეხმარებათ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ სრულფასოვანი და წარმატებული მომავლის დაგეგმვასა და რეალობად გცევაში.

კერძო სკოლა „ივერია“ დაფუძნების დღიდან არის მრავალპრფილიანი, აქვს შესაძლებლობა და რესურსი მომხარებლებს შესთავაზოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება ან/და დასჭირდება, ჩვენ ვითანამშრომლებთ, როგორც ევროპის წამყვან პარტნიორებთან, ასევე დიდი ბრიტანეთის და ამერიკის წამყვან საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან, რათა შესაძლებლობა მიეცეს სხვადასხვა კატეგორიის მომხარებელს, დაეგგმოს ის მომავალი და მიიღოს ის განათლება რაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ მის წარმოსახვაში.

ჩვენ ვართ სკოლა, რომელიც მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდანვე ეხმარება ოცნების ფორმირებაში, შემდეგ მის მიზნად გადაქცევაში და საბოლოოდ რეალობაში მოყვანაში.

ჩვენი ორგანიზაციის მაღალი ორგანიზაციული კულტურის ხაზგამსმელია ორგანიზაციული ჩაცმის კულტურა, რომელიც იკერება ექსკლუზიური სტანდარტის მოსწავლის მოთხოვნებზე დაყრდნობით.

მენეჯმენტი მუდმივად მოახდენს არსებული მენეჯერებისა და თანამშრომლების წახალისებას, რადგანაც მოტივირებული თანამშრომელი ქმნის დადებით აურას, დადებითი აურა კი მომხარებელს განაწყობს დადებითად ბრენდის მიმართ.

კვარტალში ერთხელ, „ივერიის“ ხელმძღვანელობა, თანამშრომლებს მოუწყობს დისკუსიებს, შეხვედრებს, პროფესიულ და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ორიენტირებულ ჯგუფურ ტრენინგებს, სამუშაო გუნდის ინტეგრირების ხელშესაწყობად და გუნდურობის სტანდარტის ასამაღლებლად.