კერძო სკოლა "ივერია"-ში, კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრის "იცანი" ორგანიზებითა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით, გაიმართა რეჟისორ გოგა თავაძის სპექტაკლი "მარაბდის გმირები - ცხრა ძმა ხერხეულიძე".
წარმოდგენაში მონაწილეობდნენ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები: ზურა არუსია, ლევან კაციაშვილი, გიორგი ჯიქურიძე და ლაშა გრძელიძე.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ: დათო ჯაფარიძე, ლაზარე გალდავა, გვანცა ჩხეიძე, ნიკუშა ჩხაიძე და მიხეილ ძნელაძე.