|
კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ივერია |
27 ოქტომბერს, IV კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი- დავით გურამიშვილი ,, ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების".
სკოლის აღსაზრდელებმა საუკეთესო შეფასება დაიმსახურეს სკოლის ხელმძღვანელობისაგან.
დღევანდელი დღე დაუვიწყარი იქნება ჩვენი მოსწავლეებისათვის.
სკოლა "ივერია" - ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ !
2021 წლის 26 ოქტომბერს, სკოლა ივერიის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში,სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ გამოფენა “სიცოცხლე და სიკვდილი: დიდებული პომპეი", რომელზეც წარმოდგენილი არის არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან.
გამოფენა, რომელიც საქართველოს პირველად სტუმრობს, ივლისის თვეში ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიხსნა, ახლა კი თბილისის შუაგულში, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გადმოინაცვლა.
ექსპოზიცია დამთვალიერებელს სთავაზობს, გაეცნოს ორი ათასი წლის წინ მომხდარი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული ანტიკური ქალაქის ყოფასა და ყოველდღიურობას. გამოფენაზე წარმოდგენილია ისეთი არტეფაქტები, როგორიცაა ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ორნამენტები, არქიტექტურული დეკორი, სკულპტურები და ფრესკები, რომლებიც ოდესღაც ანტიკური ქალაქის სახლების კედლებს ამშვენებდა, ასევე, ძვირფასი სამკაულები და ახ. წ. 79 წელს ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა თაბაშირის ფიგურები.
სკოლა "ივერია" - ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ !
პატარებს.,, Ცოდნის კარი" სიხარულით გაუღო ჩვენი სკოლის პედაგოგმა ინგა გოგიავამ. და წარმატებული მომავალი უსურვა.
20 ივნისს კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა “ივერიის” დირექტორმა ნინო გერგიძემ და ა(ა)იპ “ცხოვრება მშვენიერიას” აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი რიჟამაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც იგეგმება, საგანმანათლებლო “კანონის- პროექტის“ ინიცირება, ლოკალური და გლობალური საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.