კერძო მრავალპროფილიანი

საშუალო სკოლა ივერია

კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ივერია

"ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ და ივერია გვქვია"

სკოლაში ხორციელდება სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები რათა მოხდეს ვირუსის დროული დაძლევა

2021 წლის 26 ოქტომბერს, სკოლა ივერიის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში,სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ გამოფენა “სიცოცხლე და სიკვდილი: დიდებული პომპეი", რომელზეც წარმოდგენილი არის არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან.

გამოფენა, რომელიც საქართველოს პირველად სტუმრობს, ივლისის თვეში ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიხსნა, ახლა კი თბილისის შუაგულში, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გადმოინაცვლა.

ექსპოზიცია დამთვალიერებელს სთავაზობს, გაეცნოს ორი ათასი წლის წინ მომხდარი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული ანტიკური ქალაქის ყოფასა და ყოველდღიურობას. გამოფენაზე წარმოდგენილია ისეთი არტეფაქტები, როგორიცაა ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ორნამენტები, არქიტექტურული დეკორი, სკულპტურები და ფრესკები, რომლებიც ოდესღაც ანტიკური ქალაქის სახლების კედლებს ამშვენებდა, ასევე, ძვირფასი სამკაულები და ახ. წ. 79 წელს ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა თაბაშირის ფიგურები.

სკოლა "ივერია" - ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ !