მე-6 კლასის მოსწავლეები ბუნებისმეტყველების მასწავლებელთან სოფიკო ხაჩიძესთან, ერთად იყვნენ ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმში. დაესწრნენ პროგრამას “ეკოსისტემა და ბიომრავალფეროვნება”.
XXI საუკუნეში მსოფლიო გლობალური ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე დგას, რაც საფრთხეს უქმნის პლანეტას და თავად ადამიანს. ჰაერის დაბინძურება, გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება... ყველა ეს საფრთხე ჯაჭვური რეაქციით არის ერთმანეთთან დაკავშირებული და მივყავართ ისეთ შედეგებამდე, როგორიცაა ბუნებრივი კატაკლიზმები, ტყის საფარველის თითქმის განახევრება, მიწების ფართომასშტაბიანი გაუდაუბნოება, ატმოსფეროსა და წყლის ძლიერი დაბინძურება და ბიომრავალფეროვნების შემცირება.
საგანმანათლებლო პროგრამის „ეკოსისტემა და ბიომრავალფეროვნება“ მიზანი იყო მეტი გავიგოთ მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ ეკოლოგიურ პროცესებზე და პოპულარული გავხადოთ ეკომეგობრული გარემოს შექმნის იდეა.
პროგრამის მონაწილეები ვიზუალური მასალის საშუალებით გაეცნენ ბუნებრივი ნარჩენების დამუშავების, გამოყენების და კვლავწარმოების საშუალებებს.
პროგრამის დასასრულს მონაწლეებმა თავად შექმნეს ნარჩენებისგან (პოლიეთილენის ცელოფანი, პლასტიკი, ქაღალდი) სხვადასხვა ნამუშევრები.
გასვლითმა აქტივობამ საკმაოდ ნაყოფიერად და სახალისოდ ჩაიარა.
აქტივობის ბოლოს კი მოსწავლეებმა დაათვალოერეს ილია ჭავჭავაძის მემორიალური მუზეუმი და ესტუმრნენ ილიას ბაღს.
სკოლა ,, ივერია”-ჩვენ საქარველოს მომავალივართ!