ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სკოლა “ივერიაში” შემეცნებითი გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
ცხოველების კეთილდღეობა და მათი უფლებები;
ადამიანისა და ცხოველების მეგობრობის ისტორიები;
მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები;
რატომ უკეთიათ ძაღლებს ,,საყურე“;
რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე;
რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს და ზოგადად, ადამიანს;
როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში;
ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები;
მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები.
გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და იმსჯელეს მეპატრონეების პასუხისმგებლობაზე, ცხოველების მიტოვების პრობლემასა და მიუსაფარი ცხოველების საჭირობებზე.
სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, მოსწავლეებს სააგენტოს წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს და ცხოველების მეგობრის სტატუსი მიანიჭეს.
პროექტის მიზანია მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება.
ნენსი ხალვაში სკოლა ,, ივერიის" პირველი კლასის მოსწავლეა. მას ძალიან უყვარს ხატვა. დღეს სკოლაში ნენსის პირველი პერსონალური გამოფენა ჰქონდა. წარმატებებს ვუსურვებთ პატარა ხელოვანს.
სკოლა "ივერიის" მოსწავლეები გეოგრაფიის საგნის ფარგლებში პედაგოგ სოფიო ხაჩიძის ხელმძღვანელობით ესტუმრნენ კოკა-კოლას საწარმოს, სადაც გაეცნენ კოკა-კოლას ისტორიას, და წარმოების პროცესს , ასევე მოსწავლეებმა დააგემოვნეს კოკა-კოლა, რომელსაც მათი თქმით სულ სხვა ხიბლი ჰქონდა დღემ ჩაიარა სახალისოდ და საინტერესოდ.
საბავშვო მუსიკალურმა თეატრმა ,,ჭინჭრაქამ" სკოლა ,,ივერიის" მოსწავლეებს უმასპინძლა. ბავშვებმა ნახეს თანატოლების მიერ შესრულებული სპექტაკლი ,, ლომი" , ასევე გაიცნეს და დამეგობრდნენ პატარა მსახიობებთან.