სკოლა ,, ივერიის" მე-11 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ნანა შენგელიასთან ერთად მოინახულეს ეროვნული მუზეუმი ისტორიის საგნის ფარგლებში გავლილი თემატური გაკვეთილებიდან გამომდინარე, რომელიც ეხებოდა ძველი ქვის, ბრინჯაოსა და რკინის ხანებს.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ყველა მნიშვნელოვანი ნივთი, რაც შემოგვინახა წარსულმა.
ამასთან ერთად, ესტუმრნენ საბჭოთა პერიოდის მუზეუმსაც და მიიღეს დამატებითი ცოდნა აღნიშნული პერიოდის გარშემო.
სკოლა "ივერია" - ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!