კერძო მრავალპროფილიანი

საშუალო სკოლა ივერია

კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ივერია

"ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ და ივერია გვქვია"

სკოლაში ხორციელდება სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები რათა მოხდეს ვირუსის დროული დაძლევა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სკოლა “ივერიაში” შემეცნებითი გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
🔹️ ცხოველების კეთილდღეობა და მათი უფლებები;
🔹️ ადამიანისა და ცხოველების მეგობრობის ისტორიები;
🔹️ მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები;
🔹️ რატომ უკეთიათ ძაღლებს ,,საყურე“;
🔹️ რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე;
🔹️ რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს და ზოგადად, ადამიანს;
🔹️ როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში;
🔹️ ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები;
🔹️ მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები.
📽 გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და იმსჯელეს მეპატრონეების პასუხისმგებლობაზე, ცხოველების მიტოვების პრობლემასა და მიუსაფარი ცხოველების საჭირობებზე.
📃 სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, მოსწავლეებს სააგენტოს წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს და ცხოველების მეგობრის სტატუსი მიანიჭეს. 🐕🐈
➡️ პროექტის მიზანია მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება.