სკოლა ,,ივერიაში” ჩატარდა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ტურნირი, პედაგოგ მანანა კეკელიას ხელმძღვანელობით.
* მოსწავლეებმა ისაუბრეს და იმსჯელეს თუ რატომ გამოიგონა ბრძენმა ჭადრაკი, როგორ მოიხიბლა ომის მოყვარული მეფე ამ თამაშით, და როგორ დაისადგურა მშვიდობამ ინდოეთში და მთელ მსოფლიოში.
* მოსწავლეებს 9 აპრილი მუდამ ემახსოვრებათ, როგორც მტერზე უიარაღოდ გამარჯვების და შემდგომში დამოუკიდებლობის გამოცხადების დღედ.
* მათი სურვილია, რომ დღევანდელ მსოფლიოშიც მხოლოდ ჭადრაკში, მძლეოსნობაში, ჭიდაობაში, ფეხბურთში , რაგბში და სხვა სპორტულ შეჯიბრებაში იბრძოლონ, ირგვლივ კი მშვიდობა და სიყვარული სუფევდეს. ჭადრაკისებური ბრძნული სვლებით და არა იარაღით მიღწეულიყოს მშვიდობა.
სკოლა ,, ივერია”- ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!