16 ნოემბერს,სკოლა ივერიის მოსწავლეებმა უმასპინძლეს ცხრა ყრმა კოლაელების სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს - მამა თომა ცეცხლაძეს.
მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო იყო ეს შეხვედრა,რომელიც ეხებოდა ,,წარმატებულ ადამიანს დღევანდელ ცხოვრებაში"
მოძღვარმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს გულთბილი შეხვედრისათვის, და დაარიგა :,,უყვარდეთ წიგნი,სამშობლო,შეიყვარონ ერთმანეთი და სულიერებით გაძლიერდნენ".ეს თბილი და სიყვარულით სავსე შეხვედრა დიდხანს ემახსოვრებათ სკოლა ივერიის მოსწავლეებს