14 მაისს, მირზა გელოვანის გარდაცვალების 80 წლისთავთან დაკავშირებით, ჩატარდა პოეტის ხსოვნის საღამო.
ღონისძიებაში, რომელიც მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ქეთევან ნიკურაძემ გახსნა, მონაწილეობდნენ: პოეტი თეა თაბაგარი, ისტორიკოსი გოჩა ჭელიძე, ისტორიკოსი დიანა მეტონიძე, ბიბლიოთეკის მთავარი ბიბლიოთეკარი ნათელა ჭონიშვილი, მწერალი და მხატვარი მარსელი, კერძო სკოლა ‘’ივერია’’, საპატრიარქოს წმ. ილია მართლის სახელობისა და 141-ე საჯარო სკოლების მოსწავლეები.
ღონისძიებას უძღვებოდა პოეტი და ჟურნალისტი იკა ქადაგიძე, მუსიკალური ნომრები შეასრულეს 159-ე საჯარო სკოლასთან არსებულმა ანსამბლმა ‘’ლალემ", ასევე, მუსიკოსებმა გოჩა ჭაბუკაიძემ და ნინო კოხტაშვილმა
სკოლა "ივერია" - ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!.