სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე , პედაგოგ ნანუცა შენგელიასთან ერთად მე-7 კლასის მოსწავლეებმა უყურეს მოკლემეტრაჟიან ფილმებს ადამიანის უფლებების შესახებ.
გაიმართა დისკუსია თუ რამდენად მნიშვნელოვანია როგორც საკუთარი ასევე, სხვათა უფლებების დაცვა
ადამიანის უფლებები — გაეროს განმარტებით, არის თანდაყოლილი უფლებები ყველა ადამიანური არსებისთვის, განურჩევლად რასისა, სქესისა, ეროვნებისა, ეთნიკურობისა, ენისა, რელიგიისა ან სხვა ნებისმიერი სტატუსისა. ადამიანის უფლებები მოიცავს უფლებებს სიცოცხლესა და თავისუფლებაზე, მონობისა და წამებისგან თავისუფლებას, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას, მუშაობისა და განათლების უფლებას, და მრავალ სხვას.
სკოლა "ივერია" - ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ !