Enter your keyword

სასწავლო პროცესი

სწავლა / სწავლება

სწავლა და სწავლების პირობები სკოლა ”ივერია”-ს შესახებ

სწავლის საფეხურების გადახდის წესი: სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ყოველთვიურად, წელიწადში ორჯერ ან ერთიანად მთელი წლის, თქვენთვის მოსახერხებელი წესით, მაგრამ აუცილებლად წინსწრებით.

მოსწავლეთა რაოდენობა კლასში: 18 (+/- 1-2 მოსწავლე)

სწავლება მიმდინარეობს ეროვნულიუ სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად – ისწავლება ყველა სავალდებულო საგანი, ამასთან გარდა დადგენილი დისციპლინებისა მოსწავლეები დამატებით სწავლობენ:

  • ინგლისური ენა – გაღრმავებული სწავლების პროგრამა (პირველი-მეთორმეტე კლასებში). პირველ კლასში სწავლობენ ზეპირმეტყველებას.
  • რუსული ენა – (მეორე-მეთორმეტე კლასებში). მეორე კლასში (ზეპირმეტყველება).
  • გერმანული ენა – სურვილის შემთხვევასი (მეხუთე-მეთორმეტე კლასებში).
  • მეტყველება – (პირველი-მეოთხე კლასებში).
  • ინფორმაციული საშუალების ტექნოლოგიები – (მეხუთე-მეექვსე კლასებში).
  • სპორტის სახეობები – ჭადრაკი, აერობიკა, აღმოსავლური ორთაბრძოლა (კარატე).
  • ზოგადი უნარები – (მეათე-მეთორმეტე კლასებში).
  • ბიოლოგია – ისწავლება მეთორმეტე კლასშიც, რაც ბავშვებს საატესტატო გამოცდისთვის უკეთ მომზადების საშუალებას აძლევს.

სწავლების დრო:

  • I-VI კლასები – 9.30 – 14.10
  • VII-XII კლასები – 9.30 – 14.50

სკოლაში ჩარიცხვისათვის საჭირო დოკუმენტები:

  1. დაბადების მოწომბა (დედანი) პირადო ნომრით.
  2. დაბადების მოწმობის ასლი დამოწმებული ნოდარიუსით.
  3. ჯანმრთელობის ფორმა (აცრები).
  4. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
  5. 2 ფოტო სურათი 3X4.