Enter your keyword

სკოლის შესახებ

სკოლის ისტორია

სკოლა „ივერია“ დაარსდა1999 წელს. გაიხსნა დაწყებითი საფეხურითა (I-VI კლასები) და 35 მოსწავლით. 2000-2001 სასწავლო წლებში სკოლას უკვე ჰყავდა 70 მოსწავლე, ხოლო 2003 წელს მოსწავლეთა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა.

2011 წლის 20 სექტებერს სკოლამ მიიღი ავტორიზაცია და მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.

ამის შემდეგ 5 წელი გავიდა და სკოლა მუდმივად ზრუნავს განვითარებასა და წინსვლაზე.

2013 წელს სკოლამ შეიცვალა შენობა და იგი ვარკეთილის IV მიკრორაიონიდან გადავიდა კახეთის გზატკეცილზე,№36, მეტრო სამგორის ამოსასვლელთან, უფრო დიდ, ნათელ და კომფორტულ შენობაში.

სკოლა „ივერიის“ ინტერესს იმთავითვე შეადგენდა სრულფასოვანი მოქალაქეებიის აღზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. ამისათვის სკოლაშიფუნქციონირებდა და ფუნქციონირებს საქმოქალაქო განათლების კლუბები, სპორტული და სახელოვნებო წერეები.

ჩვენმა მოსწავლეებმა სხვადასხვა დროს მოიპოვეს ყველაზე წიგნიერის სტატუსი, გაიმარჯვეს სპორტულ ღონისძიებებში, სამოქალაქო განათლებისა და სხვა ოლიმპიადებში. მედალოსანთა და გრანტირებულთა რაოდენობა კი ჩვენს კუსრდამთავრებულებში ძალიან ბევრია.

სკოლა აგრძელებს წინსვლას და ორიენტირებულია უკეთესი სასწავლო გარემოს შექმნაზე.