1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer>

სკოლის დღევანდელობა

კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ”ივერია” ორიენტირებულია მოსწავლე-ახალგაზრდების ინტელექტუალურ, ფიზიკურ და სულიერ განვითარებაზე.

სკოლის მიზანია აღზარდოს და განავითაროს მოზარდში სიკეთის, გულისხმიერების, თავაზიანობის გრძნობები. გამოუმუშავოს ბუნების მოვლის მოთხოვნილება, სამშობლოს სიყვარულის განცდა. ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობათა მაქსიმალურ განვითარებას, მასში იმ ძალების განმტკიცებას, რომელიც გამოიწვევს სწავლისადმი დიდ ინტერესს. განუვითაროს წერითი და ზეპირი მეტყველების, ლოგიკური აზროვნების, მსჯელობის უნარი. გამოუმუშაოს სიბეჯითე და საბოლოო ჯამში ერის სამსახურში ჩააყენოს თავისუფლად მოაზროვნე, ერთგული, განსწავლული და მაღალზნეობრივი თაობა.