1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer>

მიზნები და ამოცანები

ქ.თბილისი კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა “ივერია”

მისია - კერძო მრავალპროფილიანი საშულო სკოლა “ივერია” ორიენტირებულია მოსწავლე _ ახალგაზრდების ინტელექტუალურ, ფიზიკურ და სულიერ განვითარებაზე.

მიზანი - სკოლის მიზანია, აღზარდოს და განავითაროს მოზარდში სიკეთის, გულისხმიერების, თავაზიანობის გრძნობები. გამოუმუშაოს ბუნების მოვლის მოთხოვნილება, სამშობლოს სიყვარულის განცდა. ხელი შეუწყოს მოსწავლთა ინდივიდუალური შესაძლებლობათა მაქსიმალურ განვითარებას, მასში იმ ძალების განმტკიცებას, რომელიც გამოიწევს სწავლისადმი დიდ ინტერესს. განუვითაროს წერითი და ზეპირი მეტყვლების, ლოგიკური აზროვნების, მსჯელობის უნარი, გამოუმუშაოს სიბეჯითე და საბოლოო ჯამში, ერის სამსახურში ჩააყენოს თავისუფლად მოაზროვნე, ერთგული, განსწავლული და მაღალზნეობრივი მომავალი თაობა.

სკოლა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. უვითარებს მოზარდს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, აძლევს საჭირო ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მოსწავლეებს უყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.

სკოლა აგრეთვე ცდილობს ჩამოუყალიბოს მოზარდს უწყვეტი განვითარების, მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი, რათა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობებისა და სულიერი მიდრეკილებების ადეკვატურად განსაზღვრა და ამის მიხედვით საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება; მოზარდი საშუალო განათლების მიღების შემდეგ მზად უნდა იყოს არჩევანი გააკეთოს მომავალი განათლებისა და შრომითი საქმიანობისათვის.

მისამართი: კახეთის გზატკეცილი #36

ტელეფონი: (+995 32) 76 94 50; (+995 99) 46 35 09; (+995 92) 55 55 75;

https://www.facebook.com/skola.iveria

https://www.youtube.com/watch?v=w-4ySZoDyCw

https://www.youtube.com/watch?v=SwNxm2tQmC8